Wednesday, September 2, 2015

დღე მეცხრე
შევამოწმე ჩემი პორტფოლიო,დავასრულე და შევასწორე სხვადასხვა დოკუმენტები.დღეს ვისწავლე შეფასების ქულებზე წონის მინიჭება და საბოლოო ქულის გამოთვლა.მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს.,ძალიან საინტერესოდ გამოვიდა  ქალბატონი ნინო გურგენიძე, ოქროს კვეთის მრავალფეროვანი კავშირების შესახებ სხვადასხვა დარგებთან.სულის სიმებს შეეხო ქალბატონ მაია მესხიშვილის პრეზენტაცია მცენარეებისა და ცხოველებთან ემპათიის შესახებ;ჩემი ჰობი გამიაქტიურდა ქალბარონ დარეჯან გაბუნიას პროექტით, ეზოს მოწყობა გალამაზების შესახებ.ჩემი ინტერესის სფეროს ადამიანური ურთიერთობები წარმოადგენს,ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით მოვუსმინე ქალბათონ ვარდო ჭიპაშვილის პრეზენთაციას კონფლიქტების შესახებ.
.ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი ამოჩნდა,რადგან მშვენივრად გავერკვიე და ვისწავლე პროექტის ორგანიზება.შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც გავაგრძელებ ურთიერთობას და ხშირად შევძლებთ სხვადასხვა საკითხების გაზიარება- გაანალიზებას.ხშირად ვესტუმრები ინტელის ვებ-გვერდს პროექტებით სწავლების შესახებ,რომ არ დამავიწყდეს და უფრო გავიღრმავო ცოდნა ამ ტრენინგის შესახებ.დიდი მადლობა ამ ტრენერსა და ტრენინგის მონაწილეებს.

No comments:

Post a Comment