Wednesday, September 2, 2015

დღე მეცხრე
შევამოწმე ჩემი პორტფოლიო,დავასრულე და შევასწორე სხვადასხვა დოკუმენტები.დღეს ვისწავლე შეფასების ქულებზე წონის მინიჭება და საბოლოო ქულის გამოთვლა.მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს.,ძალიან საინტერესოდ გამოვიდა  ქალბატონი ნინო გურგენიძე, ოქროს კვეთის მრავალფეროვანი კავშირების შესახებ სხვადასხვა დარგებთან.სულის სიმებს შეეხო ქალბატონ მაია მესხიშვილის პრეზენტაცია მცენარეებისა და ცხოველებთან ემპათიის შესახებ;ჩემი ჰობი გამიაქტიურდა ქალბარონ დარეჯან გაბუნიას პროექტით, ეზოს მოწყობა გალამაზების შესახებ.ჩემი ინტერესის სფეროს ადამიანური ურთიერთობები წარმოადგენს,ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით მოვუსმინე ქალბათონ ვარდო ჭიპაშვილის პრეზენთაციას კონფლიქტების შესახებ.
.ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი ამოჩნდა,რადგან მშვენივრად გავერკვიე და ვისწავლე პროექტის ორგანიზება.შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც გავაგრძელებ ურთიერთობას და ხშირად შევძლებთ სხვადასხვა საკითხების გაზიარება- გაანალიზებას.ხშირად ვესტუმრები ინტელის ვებ-გვერდს პროექტებით სწავლების შესახებ,რომ არ დამავიწყდეს და უფრო გავიღრმავო ცოდნა ამ ტრენინგის შესახებ.დიდი მადლობა ამ ტრენერსა და ტრენინგის მონაწილეებს.

Tuesday, September 1, 2015

მერვე დღე
შევამოწმე drive-ზე გადატანილი დოკუმენტები,ჩავასწორე და დავასრულე საჭიროების მიხედვით.ბუკლეტი დამრჩა დასასრულებელი.ვისწავლე პრეზენტაციის შაბლონის შექმნა.ფასილიტაციისათვის შევქმენი ონლაინ-კითხვარი გუგლ-ფორმების გამოყენებით.
დღე მეშვიდე
ტრენერმა შემიმოწმა პროექტში ჩაწერილი  პროცედურები,გამეხარდა,რომ მოეწონა.ვისწავლე როგორ შევქმნა drive-ში ახალი საქაღალდე და როგორ ავტვირთო იგი ჩემს ბლოგზე. ბლოგზე ავტვირტე ჩემი პორტფოლიო.ვისწავლე,როგორ მოვძებნო ჩემი ბლოგიდან სასურველი ვებ-საიტი.ტრენინგზე მოვძებნე ვიდეოგაკვეთილების ვებ გვერდი.დავალებად მაქვს,შევქმნა საქაღალდე გაკვეთილები drive-ში და დავდოთ ბლოგზე.
დღეს გავეცანით მე-6 მოდულს,მოსწავლეების სხვადასხვა ტიპს,მათ შესაბამის აქტივობებს.ბავშვების დიფერენცირების შეფასებისათვის გავაკეთე სპეციალური ცხრილი და დავიწყე მისი შევსება,რომელიც სახლში უნდა დავასრულო.


Thursday, August 27, 2015

დღე მეექვსე
გავეცანით მე-5 მოდულში  რჩევებსა და ისმეთოდებს უკუკავშირისათვის,პორთფოლიოს რუბრიკას,დავწერეთ პროცედურები მიზნებისა და ამოცანების მიხედვით,.შევქმენით რუბრიკა პრეზენტაციისათვის,სადაც ჩავწერეთ კრიტერიუმის შესაბამისი იდიკატორები . 

Wednesday, August 26, 2015

დღე მეხუთე
 ინტერნეტიდან გადმოტვირთე ჩემს პროექტთან დაკავშირებული სურათები ჩემს დოკუმენტებში არსებულ სურათების ფაილში,ვებ-საიტის მისამართები დავაკოპირე საავტორო უფლებების ფაილში,გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას. შევქმენი მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში სლაიდების სახით. ვისწავლე drive-ში არსებულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა. დევანდელი სამუშაო უფრო სახალისო იყო. 

Tuesday, August 25, 2015

დღე მეოთხე

გავეცანი მოდული 2-ის მე-3 აქტივობას,შევიმუშავე  შეფასების გეგმა და შევავსე პროექტის გეგმის შეფასების ნაწილი,შევმქმენი ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე-ს დიაგრამა და შევავსე,ბოლოს ჩემი ნამუშევარი გადავიტანე drive-ში.დღეს შედარებით რთული მომეჩვენა,ამიტომ დღეს კიდევ გადავხედავ ამ მასალებს.

Saturday, August 22, 2015

დღე მესამე

 პროექტის გეგმაში ჩავწერე პროექტის მიზნები და ამოცანები სტანდარტისა და ინდიკარორების შესაბამისად.გავარკვიე    თუ რომელ სააზროვნო უნარებს შეესაბამება ეს ამოცანები ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით.გეგმაში ჩავსვით 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების საჭირო სტანდარტები.გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვების ტიპებსა და ნიმუშებს.შევადგინე ზოგადი ტიპის კითხვა.დავალებული გვაქვს თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩაწერა.

Friday, August 21, 2015

დღე მეორე
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმის შინაარსი.დავიწყე პროექტის გეგმის შედგენა,ვისწავლე ეროვნული სასწავლო გეგმიდან თემის შესაბამისი სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმა.  გავეცანი  ბუკლეტის ნიმუშს და დავიწყე ბულლეტის გაკეთება.დავალებად მივიღეთ ბუკლეტის დასრულება. 
დღე მეორე


Thursday, August 13, 2015

დღე I

    დღეს პირველი დღეა და ჩვენი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.გავიცანი ტრენერი და კოლეგები,ინტერესით მოვუსმინე იფორმაციას,თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება,შევქმენი ჩემი ბლოგი,ვისწავლე პროექტის გეგმის შექმნა და მეორე მეცადინეობისათვის მაქვს დავალება:დავწერო ერთ-ერთი საკითხის პროექტის გეგმა.დღეს გავეცანი ჩეკლისტის შედგენას და ნიმუში შევინახე დღეს შექმნილ ჩემს პორტფოლიოში.ვფიქრობ პირველივე ტრენინგი ნაყოფიერი იყო.